1.პროექტის სახელწოდება:ანთროპოზოონოზური დაავადებების სწავლება სკოლაში
2.პროექტის მთავარი იდეა: არის თუ არა სკოლაში ანთროპოზოონოზური დაავადებების სწავლება საჭირო.
3.პროექტის აქტუალობა:ანთროპოზოონოზური დაავადებები არის ისეთი დაავადებები, რომლებიც ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე.დღეისათვის მომრავლდა ე.წ.ქუჩის ძაღლები და კატები,მათთან ადამიანები სხვადასხვაგვარად ურთიერთობენ.
4.პროექტის მიზნები: ამ საკითხზე უნდა ჩატარდეს სკოლაში დისკუსია,გამოკითხვა არა მარტო მოსწავლეებთან,არამედ მათ მსობლებთანაც.
5.მოსწავლეთა ასაკი: მოსწავლეები 10-16წელი.
6.ვადები და ხანგრძლივობა: ორი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტი და კლიპი და სლაიდები
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვიდეო და ფოტო მასალა, კითხვარი, ვიდეო კამერა, კომპიუტერი,მარკერები, ფორმატები
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): კლასი დაიყოფა 3 ჯგუფად და თვითოეულ ჯგუფს მიეცემა შესაბამისი დავალება.
პირველი ჯგუფი ჩაატარებს კვლევას, რომლისთვისაც გამოიყენებენ სპეციალურად კვლევისათვის შედგენილ კითხვარს. ჩატარებენ კვლევას შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში დამოიპოვებენ ინფორმაციას ანთროპოზოონოზურ დაავადებებზე, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთებენ ანალიზს და სტატისტიკურ მონაცემებს წარმოადგენენ Power-point-ით და გააკეთებენ პრეზენტაციას.
მე–2 ჯგუფი იმუშავებს ბუკლეტის შექმნაზე, მოაგროვებენ ფოტო–მასალებს ადამიანების და მაწანწალა ცხოველების ურთიერთობის შესახებ.მოგროვებული ფოტო-მასალებით შექმნიან ბუკლეტს და გააკეთებენ პრეზენტაციას.
მე–3 ჯგუფი გადაიღებს 5–8 წუთიან ვიდეო კლიპს, სადაც თვალნათლივ გამოჩნდება ანთროპოზოონოზური დაავადებების სწავლების აუცილებლობა სკოლებში.ვიდეო კლიპში ნაჩვენები იქნება დაავადებულ მაწანწალა ცხოველებთან არასწორი ურთიერთობის შედეგად ადამიანის დაავადების შემთხვევები და სავალალო შედეგები.
აგრეთვე,ანთროპოზოონოზური დაავადებების ცოდნის შემთხვევაში რა დადებით შედეგებს მივიღებთ ანუ თავიდან იქნება აცილებული ადამიანების დაავადება ამ დაავადებებით.
ამ ჯგუფების მუშაობის შემდეგ გავაკეთებთ ნამუშევრების პრეზენტაციას.

10./ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნ.(II).2, ბუნ.VI.3, ბიოლ.VII, ბიოლ.IX. ბიოლ.X.ბიოლ.XI.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ელისო მიქაცაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:elisomiqacadze1966@gmail com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: https://elisomiqacadze.blogspot.com/
Комментарии
Отправить комментарий